ჯანმოს დირექტორი: უარესი ჯერ კიდევ წინ არის

Nusagi

დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, მოდით, თავიდან ავიცილოთ ეს ტრაგედია. ბევრი ადამიანი უბრალოდ ვერც კი ხვდება, ეს რა ვირუსია- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.

მისი თქმით, ქვეყნებმა, სადაც შემზღუდავი ზომების შერბილება იგეგმება, ეს ფრთხილად და ეტაპობრივად უნდა გააკეთონ. ამასთან, მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყონ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.

Facebook Comments
%d bloggers like this: