“არავინ განმარტა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა”-ოთარ კახიძე

“ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში მთავრობას ანტიკრისიზული გეგმა არ წარმოუდგენია.

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას “ევროპულმა საქართველომ” მხარი დაუჭირა, ვინაიდან ის ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებამ მოითხოვა კორონავირუსთან საბრძოლველად, ლეგიტიმური იყო. თუმცა ჩვენ დავსვით საკითხი, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ჩვენი ეკონომიკისთვის, ათიათასობით ჩვენი მოქალაქისთვის რომლებმაც სამსახური დაკარგეს, კონკრეტული გეგმა წარმოდგენილიყო, თუ რას აპირებდა მთავრობა მათთან მიმართებაში”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს არაერთი გაუაზრებელი შეზღუდვა დაწესდა, რამად ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფილი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

“არავინ განმარტა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა. ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა რელიგიის თემას, ეს არგუმენტიც ამოწურულია, მიუხედავად ამისა გრძლედება ამის აკრძალვა. კიდევ უფრო მძიმდება მდგომარეობა, მაგალითად საკურიერო მომსახურებაც იზღუდება და ის მცირე მეწარმეები , რომლებამც მოახერხეს და თავი გადაირჩინეს ამ მძიმე მდგომარეობაში, ახლა მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისინი გაკოტრდნენ.

შეზღუდვები რაც აუცილებელია სამედიცინო მიზნებისთვის, სოციალური დისტანცირებისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შემცირდეს, ეს ლეგიტიმურია, მაგრამ ამას პაკეტში ახლავს იმდენი სხვა შეზღუდვა, რომელიც სრულიად გაუმართლებელია, თან იმ ფონზე, როცა არაფერს ვეუბნებით სოციალურად დაუცველებს და უმუშევრად დარჩენილებს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ინიციატივა”, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი მოთხოვს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მივიდეს, პოლიტიკური დებატები გაიმართოს, ამასთან ახსნას, რისთვის არის აუცილებელი დაწესებული შეზღუდვები.

“ჩვენ საუკეთესო გამოსავალი უნდა მივიღოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის”, – განაცხადა ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: