ირაკლი კობახიძე – გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულის აქცია

ბატონმა გიგა ბოკერიამ აღიარა, რომ მათი დაორგანიზებულია მარნეულია აქცია, თუმცა, ამას დამატებითი აღიარება არ სჭირდებოდა, ბატონი იმამკულიევი და ბატონი სულეიმანოვი აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში, როგორც ლიდერები – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამკულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.

საპროტესტო აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რასაც მასსა და “ევროპული საქართველოს” წევრ ახმედ იმამკულიევს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მხარის რწმუნებულმა აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ შეეცდებიან, მარნეულიდან მეტი პროდუქტის რეალიზება მოხდეს.

მისივე თქმით, ეს აქცია პოლიტიკურად მართულია.

ხალხმრავალი შეკრება სოციალური დისტანციის დაცვის უგულვებელყოფით, პირბადეების გარეშე მიმდინარეობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: