„მე ვაპირებ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერას, მაგრამ უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, როდესაც ამ სიტუაციაში წარმოდგენილი არაა მთავრობა”-ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლების დასწრება აუცილებელია.

„მე ვაპირებ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერას, მაგრამ უპასუხისმგებლობად მიმაჩნია, როდესაც ამ სიტუაციაში წარმოდგენილი არაა მთავრობა და საშუალება არ გვეძლევა იმ კითხვებზე, რომლებიც გაგვაჩნია და წაადგება საერთო სოლიდარობას, პირველი პირისგან მივიღოთ პასუხი“, – აცხადებს გოგიჩაიშვილი.

პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე საგანგებო სესიაზე მსჯელობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: