მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს

24 აპრილს უკრაინის პარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერად შეიძლება დანიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია  მმართველი პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილეზე, ევგენი კრავჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, სააკაშვილის კანდიდატურა ამ პოსტზე განიხილება.

აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია პრეზიდენტ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობის დაკავების შეთავაზების მიღება.

„ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრ შმიგალთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას ეხება. მე მხარს ვუჭერდი პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების დროს. ამ შეთავაზებას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. წინ რთული პერიოდი გვაქვს ეკონომიკაში. როგორც არასოდეს გაბედულები უნდა ვიყოთ რეფორმების კუთხით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: