რეგიონებში 06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში მანქანით გადაადგილება დასაშვები ხდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა 27 აპრილამდე გრძელდება, თუმცა საქართველოს რეგიონებში ავტომობილით გადაადგილებაზე გარკვეული ცვლილებაა. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

თელავის მერიის ინფორმაციით, 27 აპრილამდე საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 და საღამოს 18:00-19:00 საათამდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.

მერიის ინფორმაციით, გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი, პირბადით). 

Facebook Comments
%d bloggers like this: