„როდესაც რომელიმე თვითმარქვია დააპირებს თქვენ დაბოლებას, რომ აშშ-ში გრანდიოზული კარიერა აქვს, მიმართეთ გუგლს“

წარმოუდგენელია, რომ ასეთ ადამიანს ამერიკულ უნივერსიტეტში, თუნდაც ყველაზე ჩამორჩენილში (ისეთში როგორიც მისისიპის უნივერსიტეტია) სერიოზული აკადემიური კარიერა ჰქონდეს,-ასე ეხმაურება ლევან ჩოთორლიშვილი აშშ-ში მცხოვრები ანესთეზიოლოგის, ზურაბ გურულის მიერ ქართველი ექიმების კრიტიკას. 

ზურაბ გურულს, რომელიც ქართულ ტელეეთერებში ჩართვებს დიდ დროს უთმობს, ფეისბუქმომხმარებლები თაღლითად და თვითმარქვიად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ქართველი ექიმების ღვაწლის დაკნინებით ის „ნაციონალების“ დავალებებს ასრულებს. 

„ზურაბ გურული ამბობს, რომ მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორია: ეს არის იმ კლინიკის საიტი, რომლის პროფესორობასაც იჩემებს ზურაბ გურული: www.umc.edu/ ვეძებთ კლინკის ექიმებს www.umc.edu/search.aspx?s=phys ვაძლევთ საძიებო სისტემას Guruli. შედეგი 0. მერე ვეძებთ ყველა ექიმს ვისი ინიციალები იწყება G შედეგი ისევ 0. მერე შევდივართ ამერიკის მედიცინის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/
და ვცდილობთ მოვიპოვოთ ინფორმაცია გურულზე. ირკვევა, რომ გურული მხოლოდ ორი სტატიის ავტორია მათგან ერთი – რომელიღაც ქართულ ჟურნალში.
წარმოუდგენელია, რომ ასეთ ადამიანს ამერიკულ უნივერსიტეტში, თუნდაც ყველაზე ჩამორჩენილში (ისეთში, როგორიც მისისიპის უნივერსიტეტია) სერიოზული აკადემიური კარიერა ჰქონდეს. ჩემი კეთილი რჩევა ყველას. როგორც კი რომელიმე თვითმარქვია დააპირებს თქვენ დაბოლებას იმითი, რომ ამერიკაში გრანდიოზული კარიერა აქვს, მიმართეთ გუგლს, მოძებნეთ მასზე ინფორმაცია პროფესიონალურ ვებგვერდებზე და არა ისეთ ვებგვერდებზე, სადაც ადამიანები თვითონ !!!! წერენ საკუთარ თავზე. ცნობისათვის, ბატონ თენგიზ ცერცვაძეზე ამერიკის ნაციონალურ სამედიცინო ბიბლიოთეკაში გაცილებით მეტი ინფორმაციაა, ვიდრე გურულზე“,-წერს ლევან ჩოთორლიშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: