სალომე ზურაბიშვილი: დღეს პოპულიზმის და ცრუ დაპირებების დრო არ არის

Nusagi

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ერთიანად უნდა მიიღოს, რათა მოსახლეობამ ვითარების მნიშვნელობა მაქსიმალურად გააცნობიეროს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი დღეს ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი. დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: