ფეისბუქი წაშლის პოსტებს, რომლებიც სახლში ყოფნის საწინააღმდეგო პროპაგანდას შეიცავს

სოციალური ქსელი facebook-ი წაშლის  „დარჩი სახლში“-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებებს,-ამის შესახებ CNN იუწყება. საქმე ეხება კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსიში და ნებრასკაზე დაგეგმილ საპროტესტო აქციებს. გადაწყვეტილება ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.

ფეისბუქის წარმომადგენლის, ენდი სტოუნის თქმით, პროტესტი შტატების სოციალური დისტანციის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ბოლო დღეებში აშშ-ში საპროტესტო აქციები იმართება იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადები გახანგრძლივდა და ამერიკელების რეკორდული რაოდენობა უმუშევარი დარჩა.

ფეისბუქი მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან მთელ პლატფორმაზე გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც ადამიანებს სახლების დატოვებასა და საპროტესტო აქციებზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ერთ-ერთი ღონისძიება, რომელიც ფეისბუქჯგუფით დაანონსდა, ორშაბათს უნსა გაიმართოს, პენსილვანიის შტატში. გასულ კვირაში შექმნილი ჯგუფი «Pennsylvanians» უკვე 66 000 წევრს ითვლის. 

ფეისბუქის წარმომადგენლის თქმით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ ქსელს მიმართავს, პროპაგანდისტული ჯგუფი წაიშლება. 

Facebook Comments
%d bloggers like this: