“ჩვენ პირბადესთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს”

ჩვენი ქვეყნისთვის და მსგავსი ტიპის ქვეყნებისთვის, დღეში ვირუსის ორი-სამი შემთხვევა, არ არის ის შემთხვევა, რომ ჩვენს ქვეყანას და ჯანდაცვის სისტემას ძალიან დააწვეს, ამიტომ შესაძლებელია სახელმწიფომ რაღაც ეტაპზე მოსახლეობა გაუშვას, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ფორმულის“ ეთერში განაცხადა.

„მთავარი, რასაც ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ინფექციამ უნარები და ჩვევები უნდა შეგვიცვალოს, ვიდრე ვაქცინა არ გვექნება. ვაქცინამდე მოწყვლადი ჯგუფები ამ ინფექციის დროს გადავმალოთ, შუა პოპულაცია, რომელსაც რისკი არ გააჩნიათ, ვფიქრობ მაისის დასაწყისიდან უნდა მოხდეს მათი გაშვება და ამის შემდგომ, თანდათანობით ქვეყნა უნდა ამუშავდეს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ სხვა ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსის იმუნიზაციის პასპორტი დაგვჭირდეს.

„ამერიკელები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ როდესაც ვირუსის ბუნებრივი გადატანის შესაძლებლობა დადგება ან ვაქცინა გაჩნდება, შესაძლებელია სხვა ქვეყანაში შესასვლელად იმუნიზაციის პასპორტი დაგვჭირდეს, როცა დადასტურებლად გვეცოდინება, რომ ჩვენ კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების მფლობელი ვართ, რაც არის იმის გარანტია, რომ ჩვენ ეს ინფექცია არ დაგვემართება ან სხვა ქვეყანაში არ შევიტანთ. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგებით, რომ ჩვენი უნარები: ხელის ჩამორთმევა, ხვევნა-კოცნა, რაღაც ეტაპზე უნდა დავივიწყოთ. ჩვენ მოგვიწევს პირბადესთან ერთად ცხოვრება და ალბათ სახელმწიფოც ამას გარკვეულწილად დაგვავალდებულებს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: