ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით არქიმანდრიტი დაჭრა

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა,-ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

პირველი არხის ინფორმაციით კი, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და სასულიერო პირი მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა მომხდარს არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გამოძიება  დაწყებულია 236-ე მუხლით, იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე.

მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: