“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხე” – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას შეუერთდა

„გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” – ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქცია ნინოწმინდის მერიის შენობაში გაიმართა და მონაწილეობა მერიის, საკრებულოსა და აიპ-ების თანამშრომლებმა მიიღეს.
სისხლის ასაღებად მივიდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიც, ანივარდ მოსოიანი. მოხალისეები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდანაც ჩამოვიდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის თქმით, აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენის მიზანს ემსახურება.
დონაციის აქციის ფარგლებში სისხლი უკვე გაიღეს „ქართული ოცნების” ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, კასპის, თერჯოლის, ყვარლისა და გორის ორგანიზაციის წევრებმა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: