დაჯარიმებული პირების მიმართ ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმებული პირების მიმართ ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

“დღის წესრიგში არ დგას არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, ვინც საგანგებო ან საომარი რეჟიმი დაარღვიეს კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო/ საომარი რეჟიმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ შეთხვევაში ამნისტიის საკითხი არ დგას. აღნიშნული საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა და ნებისმიერ პირს შეუძლია ეს საკითხი დასვას და ვიმსჯელოთ ამაზე თუმცა, არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თმით, სახელმწიფო, ხელისუფლება, ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულება, თუ მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა.

“ჩვენ გავაგრძელეთ საგანგებო მდგომარეობა რადგან ჩვენი მოქალაქეების, მათი შვილების, ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ამ უმნიშვნელოვანესი სიკეთის დაცვა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ​

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: