ეკატერინე ტიკარაძე უარყოფს, რომ საქართველოში „პლაქვენილს“ მსუბუქ პაციენტებს უნიშნავენ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისას „პლაქვენილი“ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ის გამოხმაურება, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი პრეპარატს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და საჭიროებისამებრ. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო საზოგადოების გამოცდილებასაც და ასევე კარგად ვიცნობთ იმ გვერდით მოვლენებს, რომლებიც ამ მედიკამენტს გააჩნია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „პლაქვენილი“ კორონავირუსით დაავადებული მსუბუქი პაციენტების მკურნალობისთვისაც გამოიყენება აშშ-ში მოღვაწე ექიმმა, ზურაბ გურულმა გაავრცელა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გურულს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: