ეკატერინე ტიკარაძე: ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების პერსონალი სავალდებულო ტესტირების ჯგუფში შევლენ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირების ჯგუფში ფარმაცევტები და სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებიც შევლენ. თუმცა, როდის ჩაუტარდებათ მათ ტესტირება, მინისტრი ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება მიღებული არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებში და სასურსათო მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი. ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ”, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: