,,ექიმები გამოყენებულები არიან პოლიტიკური შოუსთვის”-ზურა ჯაფარიძე

“გირჩის” აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

“გირჩმა” დღეს იპოდრომზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართა.

“ვაპროტესტებთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ამას არანაირი შინაარსი არ აქვს. ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს. სინამდვლეში 22 მაისისთვის არც ვაქცინა იქნება გამოგონებული, არც წამალი, არც ვირუსი გაქრება არსად და არც ჩვენ გვექნება პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავებული იმის გამო, რომ ვართ სახლში. 22 მაისს ზუსტად იგივე მდგომარეობა გვქენება, რაც იყო 21 აპრილს და მანამდე. ექიმები გამოყენებულები არიან პოლიტიკური შოუსთვის. ამ ქვეყნის ეკონომიკა, რომელიც ვირუსული პანდემიის გამო ისედაც ჩამოიქცა, ელხა კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება. უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი”, – განაცხადა “გირჩის” დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: