,,ვირუსი აუცილებლად დაწყნარდება, ეს ბუნების კანონია”-ლევან რატიანი

“პანდემიასა და ეპიდემიას ახასიათებს ეს, ბუნების კანონია. ვირუსი აუცილებლად დაწყნარდება და დაწყნარდებიან ადამიანებიც”,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, რეანიმატოლოგმა რევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი კაცობრიობის ცხოვრებაში დარჩება, თუმცა შემცირდება მისი სიმწვავე.

“ის გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, თუმცა ასეთი აგრესიულობის გარეშე. რადგან ახლადწარმოშობილია ვირუსის უჯრედები ბობოქრობენ. დადგება მომენტი, როცა ვირუსი შეწყვეტს ბობოქრობას და ადამიანი მას გართულების გარეშე გადალახავს”,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

როგორც მან გადანცადა, მისი, როგორც ეიქმის ცხოვრებისეული პრინციპია გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი პაციენტი.

“ცხოვრებისეული პრინციპი მაქვს- რაც შეიძლება მეტი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ჩემთვის მთავარია შემოსული პაციენტები სწრაფად გამოჯანმრთელდნენ”,- განაცადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: