თვითიზოლაციაში მყოფმა ბენქსიმ ახალი ნამუშევარი თავის აბაზანაში შექმნა

ბრიტანელმა ურბანისტმა მხატვარმა ბენქსიმ ახალი ნამუშევარი Instagram-ზე გამოაქვეყნა.

თვითიზოლაციაში მყოფმა ხელოვანმა ტილოდ თავისი სააბაზანოს კედლები გამოიყენა და 9 ვირთხა დახატა, რომლებმაც ოთახში აურზაური მოაწყვეს.

„ჩემი ცოლი ვერ იტანს, როცა სახლიდან ვმუშაობ“, – დაწერა მხატვარმა.

ეს პირველი ნამუშევარია, რომელიც ბენქსიმ Intagram-ზე თებერვლის შემდეგ გააზიარა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: