იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში ათასი ჰექტარი მიწა იყიდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის მთიან რაიონში ათასი ჰექტარი ტყის მასივი იყიდა. ამის შესახებ გამოცემა Expressen წერს. 

შენაძენში შვედმა ფეხბურთელმა 30 მილიონი კრონი გადაიხადა, რაც 2,7 მილიონი დოლარის ექვივალენტია. ამავე რაიონში 38 წლის ფეხბურთელი მიწებს უკვე ფლობდა. ორეს ოლქში მას ვილა და რამდენიმე პატარა სახლი აქვს.

Facebook Comments
%d bloggers like this: