იპოდრომის ტერიტორიაზე გირჩი საპროტესტო აქციას მართავს

იპოდრომის ტერიტორიაზე „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია იმართება, აქციის მონაწილეები საგანგებო მდგომარეობას აპროტესტებენ და მოითხოვენ, მოიხსნას შეზღუდვები.

მათი მოთხოვნით, უნდა მოიხსნას კარანტინი მარნეულსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც.

ადგილზე აქციის ოცამდე მონაწილე, ჟურნალისტები და სამართალდამცველები იმყოფებიან. სამართალდამცველები ამბობენ, რო აქციის მონაწილეებს განყოფილებაში გადაიყვანენ და სავარაუდოდ, ყველა მათგანს დააჯარიმებენ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: