ლევან რატიანი: დღეს 8 პაციენტი ეწერება, ამდენი არასდროს გაგვიწერია, რაც გვახარებს

პირველ საუნოვერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს, ხვალ კი, სავარაუდოდ 17. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

“ბოლო 24 საათში, კლინიკიდან 8 პაციენტი ეწერება, რაც ყველაზე მეტად გვახარებს. ამდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17 პაციენტზე, ველოდებით განმეორებით პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან. თუ ხვალ ორჯერადად 17 უარყოფითი პასუხი მოვა, უკვე 17 პაციენტი დატოვებს კლინიკას”, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში 8 კორონავირუსით ინფიცირებული წევს, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა. კრიტიკულად მძიმეა ერთი, 67 წლის კაცის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში 20 დღის წინ შევიდა. მას კორონავირუსის გარდა ქრონიკული დაავადება აქვს.

“მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზია გულის უკმარისობა, ამ ეტაპზე კლინიკურად სახეზეა მძიმე სეფსისი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, პაციენტს ყველანაირი მკურნალობა უტარდება, ვნახოთ რა შედეგს მოივიღებთ”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: