მამუკა მდინარაძე: უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი წესების დარღვევა, უდიდესი რისკის მატარებელია

მესმის, რომ საზოგადოების გარკვეული და შესაძლოა, დიდი ნაწილისთვის ჯარიმის გადახდა ძალიან რთული იყოს, მაგრამ პრევენციის არსიც ამაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა მოქალაქემ წესები არ უნდა დაარღვიოს, ვინაიდან ეს მომეტებულ საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი წესების დარღვევა უდიდესი რისკის მატარებელია.

„არავის არ უხარია, რომ 3000 ლარის გადახდის იძულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონკრეტული სამართალდარღვევის შემთხვევაში, მაგრამ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი წესების დარღვევა, უდიდესი რისკის მატარებელია და ამიტომ პრევენციული ხასიათის ნორმების შექმნა ჯერ დეკრეტით განხორციელდა, ახლა კი უკვე საქართველოს პარლამენტმა, როგორც ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში დაადგინა ასეთი ნორმები, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: