ნაცმოძრაობამ ახალი სლოგანი გაააქტიურა – რა აზრი აქვს კორონა მოგკლავს, თუ შიმშილი?

Nusagi

დღეს რაც მარნეულში მოხდა, იყო გაგრძელება ნაციონალური მოძრაობის იმ სტრატეგიისა, რომელიც ოცნების შეცდომების დაშვებაზე და მერე აჟიოტაჟის ატეხვაზეა ორიენტირებული,-ამის შესახებ ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლების და ეკლესიის დატაკების სცენარი ჩაუვარდათ, ახალი თემაა ხელოვნურად გააქტიურებული-რა აზრი აქვს კორონა მოგკლავს, თუ შიმშილი?

„ამაზე მუშაობს მათთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა მედია პლატფორმა და ექსპერტული აზრი. და სატელევიზიო ბადეც ამ სლოგანის ტირაჟირებაზეა გადასული.

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სოციალურ ქსელებშიც საკარანტინო ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟიც, თითქოს ზომების გამკაცრება, ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვისა და სასაფლაოების დაკეტვაზე ხელისუფლების „ზედმეტი შიშებით“ იყოს მოტივირებული და არა იმ პასუხისმგებლობით, რაც ნებისმიერ ნორმალურ ხელისუფლებას ავალდებულებს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ეს „შიშები“ კი ამ ლოგიკით იმის გამო ყოფილა, რომ ხელისუფლებას არანაირი ანტიკრიზისული გეგმა და არც, რაიმე სოციალური პაკეტი არა აქვს!

არადა ჩვენ ვხედავთ, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გაწეული მუშაობის შედეგებს, რაც უპრეცედენტო 3 მილიარდამდე ფინანსური რესურსის გამოყოფაში აისახა, და რაც სწორედ ხელისუფლების მიერ გაწეული ანტიპანდემიური ღონისძიებების ეფექტურობის აღიარებასაც წარმოადგენს“,-წერს გოგიტა ცუცქირიძე.

ორ დღეში კი მთავრობის მიერ წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის სტიმულირების დეტალური გეგმაც, რაც პანდემიის შედეგად დაპაუზებული ეკონომიკის ეტაპობრივად ამუშავების ვადებს, ღონისძიებებს და გამოწვევებს წარმოადგენს.

ნაციონალური ოპოფლანგის მედროშე პერსონებს, საერთოდ არ ადარდებთ, ვირუსული მეორე ტალღა როგორი იქნება. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ამ ყველაზე კრიტიკულ დროს მაინც ადექვატურად მოიქცენ, პირიქით, რაც უარესი მით უკეთესია, არის მათი დღის წესრიგი და ამიტომაც არიან- საკუთარი ხალხის ოპოზიცია და ელექტორალურადაც გაკოტრებულები!

Facebook Comments
%d bloggers like this: