პრემიერმა ევროკომისიას €150 მლნ-იანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა

სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას კრიზისულ პერიოდში €150 მლნ ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

“მადლობას ვუხდი ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის”,- წერს გიორგი გახარია “ტვიტერში”.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: