სტივენ ჰოკინგის ოჯახმა მეცნიერის ფილტვების ვენტილატორი კემბრიჯის ჰოსპიტალს გადასცა

Nusagi

გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერის ოჯახმა მისი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი კემბრიჯის პეპვორსის სამეფო ჰოსპიტალს გადასცა, სადაც ფიზიკოსი მკურნალობდა. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მეცნიერის შვილმა, ლიუსი ჰოკინგმა გააკეთა.

„მამის გარდაცვალების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილი სამედიცინო აღჭურვილობა, რომელსაც ის იყენებდა, დავაბრუნეთ, თუმცა დაგვრჩა ნივთები, რომლებიც მან საკუთარი სახსრებით შეიძინა. ახლა სისტემას მათაც გადავცემთ იმ იმედით, რომ ეს COVID 19-თან ბრძოლაში დაეხმარება“, – განაცხადა ჰოკინგმა.

ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა.  ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. სტივენ ჰოკინგის ფერფლი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით  დაკრძალეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: