უკრაინამ დაბრძენებული სააკაშვილი მიიღო, გულზე ვსკდები, მე მინდოდა ამ კაცის თავი მყოლოდა

მიხარია, რომ ქართველს ეპოტინება ეს უკრაინა, მან მიიღო დაბრძენებული სააკაშვილი,-ამის შესახებ პარტია „სამართალი და კანონის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქეთერში პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, გულზე სკდება, რომ უკრაინამ მიიღო სააკაშვილი, რომელსაც ბევრი პლუსები შეემატა 8 წლის მანძილზე.

„გულზე ვსკდები ეს უკრაინა რომ ეპოტინება, თან რატომ ვსკდები: მიხარია, რა თქმა უნდა, რომ ქართველს ეპოტინებიან, მაგრამ მე, ბრჭყალებში გულზე ვსკდები, რადგან ამ უკრაინამ, ბრჭყალებში ამ ოხერმა, დაბრძენებული სააკაშვილი მიიღო, კიდევ უფრო მეტი შემატებული პლუსებით იცით? ხომ ხვდებით, რვა წელი ბევრია, რომ შეცდომები გააანალიზო, და ბრჭყალებში, გულზე ვსკდები, რომ ამ უკრაინამ უნდა მიიღოს მაინც და მაინც ეს დაბრძენებული სააკაშვილი. გულწრფელად გეტყვით, რომ მე მომინდებოდა ჩემი დაცული კანონმდებლობის ქვეშ მყოლოდა ამ კაცის თავი,-აცხადებს თაკო ჩარკვიანი. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: