ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივად ტირანიაში ვცხოვრობთ

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივად, ტირანიაში ვცხოვრობთ,-ამის შესახებ გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, ვინც დღეს იპოდრომზე პოლიციამ დააკავა, ტირანიას ებრძვიან.

„ტირანიაში იკრძალება გარეთ გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი პრობლემებზე. დღევანდელი სეირნობა, როგორც ჩანს, ასეთ რამედ ჩაითვალა. აქედან გამომდინარე, ადამიანებს, რომლებიც ტირანიის წესებს არღვევენ, პოლიცია გადაიყვანს სადღაც და ჯარიმას გამოუწერს. რათა ხვრელი არ გაჩნდეს სისტემაში და არ ჩაითვალოს, რომ სახელმწიფო არის სუსტი და ვერ აღასრულებს კანონს. მედია მოუწოდებს სახელწიფოს, აღასრულეთ კანონები მკაცრადო, ზუსტად ახლა მედიის მოთხოვნებს ასრულებენ სამართალდამცავი უწყებები და სახელმწიფო სისტემაც. ტირანიის დროს სამართალზე ლაპარაკი არის სასაცილო. მე რომ ტირანიის დროს სამართალდამცველი  სისტემის წევრი ვიყო და ვიღაცეების მელაპარაკებოდნენ კანონზე, სიცილით მოვკვდებოდი. ამიტომ ვაპროტესტებთ ტირანიას. ჯარიმები ამ ქვეყანაში ჩაითვალა ვირუსთან ბრძოლის ღონისძიებად. სამწუხაროდ, ამას ბევრმა ადამიანმა დაუჭირა მხარი“,-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

შეგახსენებთ, დღეს იპოდრომის ტერიტორიაზე „გირჩმა “ საგანგებო მდგომარეობა გააპროტესტა და შეზღუდვების მოხსნა მოითხოვა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: