შსს-მ „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი 21 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „მეტამფეტამინის“ და „ჰეროინის“ შემცველი, 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

Facebook Comments
%d bloggers like this: