ცერცვაძე: დავიცვათ შედარებით რბილი წესები, რომ მათი გამკაცრების აუცილებლობა არ დადგეს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, ექიმი თენგიზ ცერცვაძე მოსახლოებას კიდევ ერთხელ მიმართავს.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კოვიდინფექციის გავრცელების კუთხით მიღებული შეზღუდვები საკმარისია, გამომდინარე იქიდან რომ საქართველოში ეპიდემიის განვითარება არ არის დრამატული. ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მარნეულში მომხდარი შემთხვევა კიდევ განმეორდება, შეზღუდვების გამკაცრება დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.

“ამ ეტაპზე ითვლება, რომ ეს ზომები საკმარისია, რამდენადაც საქართველოში ეპიდემიის განვითარების არ არის დრამატული. ვიტყოდი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპასა და ამერიკაში. ამიტომ შემდგომი გამკაცრება ამჟამად არ მიმაჩნია საჭიროდ, მაგრამ თუ ასეთი პასუხისმგებლობებს გამოვლინებას ექნება ადგილი, როგორც ეს მარნეულში მოხდა, ძლივს თითოეული ჩვენგანის სისხლის ფასად მიღწეული სტაბილიზაცია თუ ჩვენივე ხელით დავანგრიეთ, მაშინ დადგება დღის წესრიგში გამკაცრების აუცილებლობა. ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ დავიცვათ შედარებით რბილი წესები, რომ არ დადგეს მათი გამკაცრების აუცილებლობა”, – განაცხად ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: