SOCAR-ი აზერბაიჯანელ სტუდენტებს საქართველოში ფინანსურად დაეხმარა

SOCAR Energy Georgia-ამ, რომელიც აზერბაიჯანული SOCAR -ის შვილობილი კომპანიაა, აზერბაიჯანელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად იმყოფებიან, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა.

კომპანიის ადმინისტრაციულ შენობაში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. შეხვედრას SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი დაესწრო, მისი თქმით 70 სტუდენტს მატერიალურ დახმარებას აღმოუჩენენ. როგორც მახირ მამედოვმა აღნიშნა, იქამდე სანამ ცხოვრების ჩვეული რიტმი აღდგება, სტუდენტებს კიდევ არაერთხელ დაეხმარებიან.

“კომპანია ყოველთვის მზადაა განიხილოს ყველა თხოვნა და დაეხმაროს აზერბაიჯანელ სტუდენტებს, იმედი მაქვს, ეს რთულ პერიოდი ორივე ქვეყანისთვის მალე უკან დარჩება და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.”, – ამბობს SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი. 

კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით SOCAR-ი აცნობიერებს სოციალურ პასუხისმგებლობას და აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. 

“SOCAR-მა და სხვა აზერბაიჯანულმა კომპანიებმა გადარიცხეს თანხები საქართველოში კორონავირუსის მხარდაჭერის ფონდში. ამის გარდა, ჩვენი ფინანსური დახმარებით მომზადებულ იქნა საკვები პროდუქტებით სავსე 1000 ყუთი. რამდენიმე დღეში, პროდუქტები დაურიგდებათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. კომპანიამ დახმარება გაუწია შეზღუდული შესაძლებლობების 160 ადამიანს ქვემო ქართლის რეგიონშიც. ეს ადამიანები რეგულარულად იღებენ წამლებს და სხვა სამედიცინო მომსახურებებს”, – განაცხადა მახირ მამედოვმა.

შეხვედრას ესწრებოდა აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვიც, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის დგას თავისი მოქალაქეების გვერდით.

Facebook Comments
%d bloggers like this: