არჩევნები კონსტიტუციით დათქმულ ვადაში ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა, ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიღება ესწრება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი, კონსტიტუციით დათქმულ ვადაში – ოქტომბერში ჩატარდება.

“საგანგებო მდგომარეობის ვადების ამ პირობებშიც კი, როდესაც მოხდა მისი გახანგრძლივება, ჩვენ ვასწრებთ ნორმალურ რეჟიმში საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებას, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების წინ მოხდება ამ ცვლილებების მიღება და არჩევნებიც, დღეის მოცემულობით, ჩატარდება კონსტიტუციით დათქმულ ვადაში”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ახალ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: