გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეკორდულად უსწრებს ინფიცირების მაჩვენებელს საქართველოში

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 21 კი, გამოჯანმრთელდა.

დღევანდელი მონაცემით, COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირების მაჩვენებელს რეკორდულად აღემატება.

stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 431 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 132 გამოჯანმრთელდა, 5 გარდაიცვალა. მკურნალობას 291 პაციენტი გადის.

დადასტურებულ შემთხვევებს შორის 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ. ასევე საქართველოში უცხო ქვეყნიდან 3 მოქალაქე ჩამოიყვანეს, რომლებსაც კორონავირუსი საზღვარგარეთ დაუდასტურდათ.

ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5888 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 571 პაციენტი.

Facebook Comments
%d bloggers like this: