გიორგი გახარია: მსოფლიოში ვერავინ გეტყვით, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი

დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელზეც მე დღეს სპეციალურად, განზრახ არ ვისაუბრე. ეს არის მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა, გეგმური ოპერაციების აღდგენა. ეს ჩვენი ცხოვრების ისეთი მსხვილი ელემენტები და კომპონენტებია, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებს ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიური მდგომარეობის განვითარებაზე. ამ სეგმენტების, ამ გახსნების ეტაპებში ჩასმა, დღეს შეუძლებელია. ზუსტად ასევე საჰაერო ავიაცია და საჰაერო მიმოსვლა. დღეს ვერავინ გეტყვით მსოფლიოში, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას, რადგან ტურიზმი ჩვენთვის არის განმსაზღვრელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: