დღეს ბარსელონა-თბილისის რეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობა აგრძელებს საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი ავიარეისებით ჩვენი მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივი ჩამოყვანის პროცესს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ცნობისთვის, 23 აპრილს განხორციელდა რომი-თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 180 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, სტუდენტები, არასრულწლოვანი ბავშვები, მეზღვაურები და სხვა.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან და ა.შ., რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები. COVID-1900:05

Facebook Comments
%d bloggers like this: