ესპანეთში გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ ცხრა პირს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ესპანეთში გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ლა ლიგის ორი კლუბის, „ოსასუნასა“ და „ბეტისის“ ყოფილი წევრების განაჩენი გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თერთმეტი ეჭვმიტანილიდან ცხრას თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამი შესახებ dailymail-ი იტყობინება.

„ოსასუნას“ ყოფილი გენერალური მდივანი ცხრაწლიან, დირექტორთა საბჭოს ბუღალტერი კი ხუთწლიან სასჯელს მოიხდის. პამპლონელების ყოფილი პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი მძიმე ვერდიქტს გადაურჩნენ და ციხეში მხოლოდ 8-8 თვის გატარება მოუწევთ. რაც შეეხება „ბეტისს“, ამ გუნდის ექს-ფეხბურთელები, ანტონიო ამაია და ხავი ტორესი თითო-თითო წლით დააპატიმრეს. გამოძიება 2013/2014 წლებში თამაშების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: