ვის შეეძლება 27-28 აპრილს ქალაქებს შორის გადაადგილება?

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 27-28 აპრილს, საგამონაკლისო წესით შესვლა-გასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით გადაადგილდებიან.

“როგორ საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალა ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმში და ქ. ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.

27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია ზემოაღნიშნულ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

სხვა მიზნებით ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა კვლავ აკრძალულია.

კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში”,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: