ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე, გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, მათთან შეყვანილ პირს გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, რის გამოც, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ორჟონიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

„ახალგაზრდა მამაკაცი გულ-მკერდისა და მუცლის არეში სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებით შემოიყვანეს. სასიცოცხლო ჩვენებით ჩატარდა ოპერაცია, რის შემდეგაც ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად, მისი მდგომარეობა მძიმედ რჩება, თუმცა, მიღწეულია სტაბილიზაცია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა ორჟონიამ.

რაც შეეხება დაჭრაში მონაწილე პირს, ის შემთვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად გრძელდება და აღიშნული პირის დასააკავებლად სამძებრო ღონისძიებებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: