თალაკვაძე: უკრაინაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ქვეყნების პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვიცე-პრემიერად დაინიშნება, ეს უკრაინა-საქართველოს პოლიტიკურ თანამშრომლობას დააზიანებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრანას შორის არის სტრატეგიული თანამშრომლობა, ძალიან მეგობრული ურთიერთობები, რასაც ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს და ხელისუფლებებეს შორის თანამშრომლობა უძღოდა წინ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვფიქრობ, ეს ძალიან დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშორმლობას. ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: