მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – რა პრიორიტეტები შევა დოკუმენტში

მთავრობა დღეს ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს.

“ანტიკრიზისული გეგმა ეფუძნება 3 პრინციპს: მაქსიმალურად შევუმციროთ მოქალაქეებს პანდემიის გავრცელებით გამოწვეული პრობლემები, მივეხმაროთ ბიზნესს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და შევიმუშავოთ ინსტრუმენები, რომ სწრაფად დავეწიოთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლითაც ეს წელი დავიწყეთ”,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკრიზისული გეგმა ორ ნაწილად იყოფა. ეს არის ღონისძიებები, რომლებიც უკვე ეგანხორციელდა და იმ ნაწილად, რომელიც სამომავლოდ მოქალაქეებისა და ბიზნესის დახმარება გულისხმობს.

” საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად განვახორციელეთ შემდეგი ღონისძიებები. მაგალითად საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადის გადავადება, რომლითაც 4500-მა კომპანიამ ისარგებლა, ასევე მცირე სასტუმროების სესხის სუბსიდირება, სასურსათო ფასების დაზღვევა სახელმწიფოს მხრიდან, ასვეე დღგ-ს დამატებითი დაბრუნების გაგრძელდება და მთავარი, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება”,- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: