მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობის თერმოსკრინინგი იწყება

კორონავირუსის, შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება.

აღნიშნულის შესახებ მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაკომპლექტებულია შესაბამისი ჯგუფები, სოფლის ექიმები, სოფლის რწმუნებულები და მოხალისეები.

“უახლოეს დღეებში რეგიონში მცხოვრები მოსახლოების მასობრივ თერმოსკრინინგს დავიწყებთ. ფერმერებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ შეუფერხებლად გადაადგილდნენ და აწარმოონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები”, – განაცხადა კერესელიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: