“ოპოზიციას სათქმელი არ დავუტოვეთ, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან -მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში”- თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მოსახლეობის დასახმარებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, რომელიც მას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.

ამასთან, თურნავას მოსაზრებით, მთავრობამ თავისი დახმარების პაკეტით ოპოზიციის წევრებს სათქნელი არ დაუტოვა და  მათ “მიზანში ვერ გაარტყეს.”

ნათია თურნავა აღნიშნულით ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესახებ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არსებულ კრიტიკას გამოეხმარურა.

“თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა რომ გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან -მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: