როგორ უნდა დაადასტურონ თვითდასაქმებულებმა, რომ შემოსავალი დაკარგეს – განმარტება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ის პროცედურები დასახელა, რომლითაც თვითდასაქმებულები კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შემოსავლის დაკარგვის დადასტურებას შეძლებენ.

“არაფორმარლურად დასაქმებული პირი უმარტივესი გზით შეძლებს დაადასტუროს რაიმე სახით შემოსვალი. დამლაგებლისთვის ეს შეიძლება იყოს იმ ორგანიზაციის განაცხადი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის, იმ ბაზრობის ადმინისტრაციის ელემენტარული წერილი, სადაც ის ვაჭრობდა; მძღოლისთვის ასევე მსგავსი. რაიმე სახის გადასახადები, რაც ადასტურებს, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა, ჩვენთვის საკმარისი იქნება, რომ მასზე სოციალური დახმარება გავცეთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა გაითვალისწინებს პანდემიის პირობებში შექმნილ რთულ ვითარებას და შემოსავლის დაკარგვისთვის ელემენტარულ საბუთს დამადასტურებელ ცნობად მიიღებს.

Facebook Comments
%d bloggers like this: