როდის გაუქმდება კომენდანტის საათი – ფინანსთა მინისტრის განმარტება

პრემიერის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ მედიის კითხვებს მინისტრები პასუხობენ. ფინანსთა მინისტრისთვის დასმულ ტვ „მაესტროს“ კითხვაზე თუ როდის გაუქმდება კომენდანტის საათი ივანე მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

მაჭავარიანის განმარტებით ის თემები როგორიცაა კომენდანტის საათი, გეგმიური ოპერაციები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმაზე არ არის მიბმული და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ნებისმიერ დროს მოიხსნას, მათ შორის მეორე ან მესამე ეტაპზე.

Facebook Comments
%d bloggers like this: