რომელი შეზღუდვები იხსნება 27 აპრილიდან – პრემიერის განმარტება

მთავრობის დამინისტრაციაში ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის შეზღუდვები დაასახელა, რომლებიც 27 აპრილიდან მოიხსნება.

“27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გარდა ამისა, დაიშვება ტაქესბის მომსახურეობა და ონლაინ ვაჭრობა, მიტანის მომსახურეობა ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეხება ყველა იმ პირსა და კომპანიას, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სრულად დაიცავენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: