საქართველოში 24 საათში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე ინფიცირდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვიდრე ინფიცირდა.

დღევანდელი, 22 აპრილის მონაცემების მიხედვით საქართველოში, კორონავირუსის 416 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 8 ახალი შემთხვევაა, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას საქართველოში არის 107, აქედან 10 ახალი შემთხვევაა.

ასევე, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევაა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

კარანტინში  5148, სტაციონარში კი 573 ადამიანი იმყოფება.

Facebook Comments
%d bloggers like this: