ჯო ბაიდენი – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ტრამპი შეეცდება როგორმე არჩევნების თარიღი გადაიტანოს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პრეზიდენტი ტრამპი არჩევნების გადატანას შეეცდება.

„დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ვფიქრობ, ის ეცდება როგორმე არჩევნები გადაიტანოს“,-აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, ტრამპი ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი გზა არის, რათა არჩევნები მოიგოს.

აღნიშნულს დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მისი თქმით, მძინარა ჯოს დებატები არ სურს.

„ჩვენ გვყავს მძინარა ბიჭი, რომელიც სახლის სარდაფში იმალება კორონავირუსის გამო, არ სურს დებატების გამართვა“,-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის სამ ნოემბერსაა ჩანიშნული.

Facebook Comments
%d bloggers like this: