Advertisements

ალექსანდრ ლუკაშენკო კორონავირუსს ბუნებისადმი ცუდი მოპყრობისთვის სასჯელად მიიჩნევს

ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი კაცობრიობის სასჯელია იმისთვის, რომ ადამიანები ბუნებას ცუდად ეპყრობიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

Nusagi

შესაბამის განცხადება ალექსანდრ ლუკაშენკომ პრიპიატსკის ეროვნულ პარკში გამართულ შაბათობაზე გააკეთა, რომლის ფარგლებში ხეების დარგვაში მიიღ მონაწილეობა.

„ოდესღაც ვთქვი, რომ უფალმა დაინახა როგორ უღმერთოდ ვეპყრობით ეკოლოგიას, ცხოვრების წესს, რომელიც სულაც არ ესადაგება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც უნდა გვქონდეს, და თავში ჩაგვარტყა. ამიტომ ამ ნაბიჯით ვცდილობთ დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი ახლობლები“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსი კორონავირუსის შიშით ქვეყნისთვის ტრადიციული შაბათობების გაუქმებას არ აპირებს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed