„ბრძანებულიყავით აქ, გემუშავათ იგივე ხელფასზე, როგორც ჩვენი საამაყო ინფექციონისტები მუშაობენ, წლებია!

Nusagi

დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ექიმებს მიმართავს:

„ძალიან, ძალიან „გაუკრეფავში“ გადადის მედიის ნაწილი! ჩვენს ექიმებს ამართლებინეთ, ახლა, თავი! ვინ მოგცათ ამის უფლება! იცით, რა არის მეცნიერება, მეცნიერული აზრი, კვლევა, ძიება?! გაგივლიათ ახლოს მეცნიერებასთან?! -არა!

საქართველოში ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების სახით გვყავს საუკეთესო, მოაზროვნე, მცოდნე, პროფესიონალი ექიმები! როცა თქვენ ბიზნეს-მედიცინას ადევნებდით თვალყურს, ინფექციონისტები მაშინაც უმძიმესი ავადმყოფების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ოღონდ ჩუმად, მოკრძალებულად, მცირე ხელფასით, დაუფასებლად!

სადაც უცხოეთში გადახვეწილი ექიმი ნახოთ, ყველა ჩვენს სპეციალისტებს უნდა დაუპირისპიროთ?! ვინ მოგცათ ამის უფლება?! ისინი სხვებს მკურნალობენ, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს! ჩვენი ექიმები კი ჩვენთვის არიან! რა უფლებით აკნინებთ ჩვენს სპეციალისტებს?! ვინაა თქვენი დასაკნინებელი?!

უცხოეთში მომუშავე (და არა “მოღვაწე”, მოღვაწე ბატონი თენგიზ ცერცვაძეა!) ექიმებო, ამ ქართული ტელევიზიების დანახვაზე, რა სიტყვიერი “შეუკავებლობა” აგიტყდათ (არ მინდა უარესის თქმა)! მკურნალობის სქემებზე ექიმები როდის იყო სახალხოდ, დეტალურად საუბრობდნენ?! ლათინური რატომ არის მედიცინაში? იმისთვის, რომ პაციენტმა და სხვა არაექიმმა არ გაიგოს ის მსჯელობა, ძიება, რაც დიაგნოსტირებისას ექიმის პროფესიის თანმხლებია, და არ დათრგუნოს, არ ავნოს! რა იყო, შანსი მოგეცათ ქართულ საზოგადოებას დაანახოთ თავი? მაინც და მაინც უნდა გვათქმევინოთ: ბრძანებულიყავით აქ, გემუშავათ იგივე ხელფასზე, როგორც ჩვენი საამაყო ინფექციონისტები მუშაობენ, წლებია! ვიცით, თქვენი პასუხი: “საქართველოში როგორ იცხოვრებთ”, “ამ ხელფასზე როგორ იმუშავებთ”, “აქ შვილებს რა მომავალი აქვთ”! ვიცით.

კარგად ვისწავლეთ სკოლაში დიდი აკაკის “ღამურა” სამაგიეროდ, ნათესავებს დაენახვეთ, არა, ტელეეკრანით! გაგვანებეთ, რა, თავი, თქვენ არ ხართ საქართველოს პაციენტებისათვის, მიხედეთ, თქვენი ქვეყნის მოქალაქეებს! თუ თქვენი ღირებული აზრით დაინტერესდებიან, სპეციალისტები დაგიკავშირდებიან ვიწრო-სამედიცინო წრეში! ნუ უტეხავთ გულს ჩვენს ექიმებს! ნუ აპანიკებთ ისედაც გადაძაბულ საზოგადოება! რაღაც შემზღუდავი არ არსებობს ამ საგანგებო მდგომარეობის დროს?!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: