“თვეში 100 ლარი ოჯახზე უბრალოდ ხალხის დაცინვაა”, – ჭიაბერაშვილი

Nusagi

“მთავრობამ გამოაცხადა, რომ თვეში 100 ლარით დაეხმარება სოციალურად დაუცველ 70,000 ოჯახს, რომელთა ქულა 65,000-დან 100,000 ქულამდეა. არა ოჯახის ყოველ წევრს, არამედ ოჯახს”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

როგორც ჭიაბერაშვილი განმარტავს, ამ ოჯახების ნაწილი საარსებო შემწეობას დღემდე არ იღებდა.

“ამ ოჯახების ნაწილი დღემდე არ იღებდა საარსებო შემწეობას და ყოველდღიურად უხდებოდა ლუკმა-პურის მოპოვება.

ქულათა ამ კატეგორიაში ადამიანები მოხვდნენ ამ კრიზისამდე. მათ აუცილებლად სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვინც ამ კრიზისის დროს გადავარდა მაგ კატეგორიაში – და ასეთი ბევრია – მათ ჯერ ქულას ვერ განვუსაზღვრავთ, რადგან სოცაგენტი ფიზიკურად ვერ ივლის შემოწმებაზე და თან ეს თვეებს წაიღებს, ამ ხალხს კი ახლა უნდა დახმარება.

ამიტომ ეს კრიტერიუმი არასკმარისია საიმისოდ, რომ სიღარიბეში გადავარდნილ ხალხს რეალურად დავეხმაროთ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვეში 100 ლარი ოჯახზე უბრალოდ ხალხის დაცინვაა”, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: