Advertisements

მაია ბუწაშვილი: კორონავირუსით ინფიცირების რისკი ყველა ასაკობრივ ჯგუფშია, ხანდაზმულებში უფრო მეტია გართულებები

როცა ვლაპარაკობთ ინფიცირების რისკზე, აქ იგულისხმება კორონავირუსის გართულების რისკი. ინფიცირების რისკი ყველა ასაკობრივ ჯგუფს აქვს. ხანდაზმულებში უფრო მეტია გართულებებია, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

Nusagi

მაია ბუწაშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყნების სტატიკაც აჩვენებს, რომ კორონავირუსის გართულების რისკი ხანდაზმულებში უფრო მაღალია. „როცა სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკას ვუყურებთ იქ მოხვედრილია გართულებული ვირუსის მქონე პაციენტების სხვადასხვა სპექტრი. იქ კარგად ჩანს, რომ გართულებული შემთხვევები კარგად არის წარმოდგენილი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.

რადგან ჩვენთან კონტაქტების კვლევა ხდება, ეს ძალიან კარგია და ყველა გამოვლენილი პაციენტი სიმპტომებიანიც და უსიმპტომოც ხვდება სტაციონარში, ბევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ამ ჯგუფის პაციენტები ჰოსპიტალიზირებულები არ არიან. ჩვენთან სწორედ სტაციონარში ხდება ასაკობრივი სპექტრის დამუშავება. ინფიცირების რისკში არ არის ხანდაზმული ადამიანი, აქ არის უფრო გართულების რისკი. ინფიცირება შესაძლოა ყველა ასაკს თანაბრად შეეხოს“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული